11:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-23 19:47:38, 1132 ნახვა

პოლიტიკა
ბესელია: დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით გვაქვს საინტერესო იდეა და დღეს ამაზე ვიმსჯელებთ

"დევნილთა სამინისტროსთან დაკავშირებით გვაქვს საინტერესო იდეა და დღეს ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. 

როგორც ბესელიამ აღნიშნა, დღეს მმართველი გუნდი პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

"რაში მდგომარეობს ეს იდეა, არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, დღევანდელი კონსულტაციების შემდეგ ვისაუბრებთ. დღეს ალბათ საბოლოოდ შევჯერდებით. ორი დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრები იყო. დღეს მგონი შევაჯამებთ და მივალთ საბოლოო გადაწყვეტილებამდე როგორი უნდა იყოს მთავრობის ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელზეც ვმუშაობთ და რომელზეც პრემიერს ჰქონდა პარლამენტში გამოსვლის დროს კონცეპტუალური ხედვა წარმოდგენილი", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics