10:55 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 11:45:07, 514 ნახვა

რეგიონი
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება გრძელდება

ამინდების გაუმჯობესებისთანავე, კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება განახლდა.

ადგილობრივი მოსახლეობისათვის მოსავლის აღების აგროოპერაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორი“ ახორციელებს. ალაზნის ველზე დღეს შპს „მექანიზატორი“-ს 9 ერთეულმა კომბაინმა 200 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავლის აღება დაასრულა.

დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 2,4777 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კუტურის  მოსავალი. პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით კახეთში მობილიზებულია 102 ერთეული შპს „მექანიზატორის“  მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან გურჯაანის სერვის-ცენტრში 60, ხოლო დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრში 42 ერთეული.
 საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში.
გარდა მოსავლის აღების აგროოპერაციისა შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას სთავაზობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics