20:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 21:44:01, 729 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ

„რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას, რა თქმა უნდა იყო წარმატებები, თუმცა  მგონია, რომ ახალი სისხლი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებთ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილმა ის შენიშვნები გამოთქვა, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გადაწყვეტილებების ეფექტურობაზე ჰქონდა.

„გუნდში იყო მსჯელობა ზოგადად არსებულ მდგომარეობაზე, არსებულ სიტუაციაზე. გუშინ იყო შეხვედრა, სადაც მონაწილეობდა უმრავლესობა, იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები. ასევე პარტიის თავმჯდომარე, ესწრებოდა ამ შეხვედრას. მანაც  თავის მოსაზრებები  დააფიქსირა და მიუთითა იმ პრობლემებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ეს არის გადაწყვეტილებების ეფექტურობა, კოორდინაცია განსაკუთრებით საპარლამენტო გუნდთან. რაც შეეხება გიორგი მოღვაწეობას, რა თქმა უნდა ბევრი დადებითი იყო, იყო წარმატებები. თუმცა არის სერიოზული გამოწვევები. ზოგადად გუნდის განახლებას რაც შეეხება, პრემიერის გადაწყვეტილებას, ახალი სისხლი მგონია, რომ კიდევ უფრო მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს რომელიც დღეს აქტუალურია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება, სადაც პრემიერის კანდიდატურაზე იმსჯელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics