21:29 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 13:21:03, 803 ნახვა

კომენტარი
ნათელაშვილი: მერიისგან აღებული გვაქვს ნებართვა, რომ რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტება სამი დღით

რუსთაველის გამზირზე, გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვების პარლამენტის შენობის წინ გადატანს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი კანონდარღვევად აფასებს.

მისი თქმით, კარვების აქცია რუსთაველის გამზირზე მხოლოდ მერიის თანხმობის შემდეგ დაიწყო.  

„მერიისგან აღებული გვაქვს ნებართვა, რომ რუსთაველის პროსპექტი  გადაიკეტება სამი დღით. გუშინ გავიდა ერთი დღე და დარჩა ორი დღე. ამიტომ ეს არის არამხოლოდ უზნეო მოქმედება და ხელისუფლების კიდევ ერთი სივერაგე. არამედ, ყველა იურიდიული ნორმების დარღვევა,  საშინაოც და საერთაშორისოც. დაგვირეკეს და გვითხრეს, დაგვეწყო მიტინგი“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, აქცია ისე გაგრძელდება , როგორც ამას ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები გადაწყვეტენ. 

 „პოლიტიკური პარტიები ვდგავართ შვილმოკლული მშობლებისა და გულმოკლული საქართველოს გვერდით. როგორც გადაწყვეტს აქციის ორგანიზატორები პოლიტიკური პარტიები ისე ვიქცევით. გუშინ გადაწყვიტეს რომ პოლიტიკური ლიდერები ტრიბუნაზე არ ასულიყვნენ და შევასრულეთ ეს გადაწყვეტილება და ვიდექი აქციაზე. ეს შვილების სიკვდილს ეხება. აქ მათი ნების გარეშე გადამეტებული აქტიურობა შეიძლება შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს მიცვალებულებისა და მშობლებისთვის, ამიტომ ვართ დელიკატურ სიტუაციაში",-აცხადებს ნათელაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics