|
2018-06-09 13:36:03, 1736 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ ხვალ, რუსთაველზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
„ევროპული საქართველო“ ხვალ, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. „ევროპულმა საქართველომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ, არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ამავე დროს საქართველოს ყველა მოქალაქეს და ნიბისმიერ პოლიტიკურ ძალას, აქვს ლეგიტიმური უფლება გამოხატოს პროტესტი მშვიდობიან ფორმებში“, - აცხადებს ოთარ კახიძე. ცნობისთვის, ხვალ თბილისში, პარლამენტის შენობასთან, რამდენიე ოპოზიციური პარტია მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. ისინი ხელისუფლების გადადგომას და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)