08:46 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-08 17:05:29, 1860 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას, აუცილებლად, საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს,- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს განუცხადა.

 შეხვედრა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

 გიორგი მარგველაშვილმა ჟენევის მოლაპარაკებებსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხის წინა პლანზე წამოწევის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობას აუცილებლად საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის ფედერაციის მცდელობებს შეუზღუდოს მოძრაობის თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

ეროვნული უშიშროების მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, შეხვედრისას პრეზიდენტმა განიხილა რუსეთი პროპაგანდის მეთოდები, რომლის მიზანიც საქართველოში საზოგადოების გახლეჩაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics