|
2018-06-07 22:38:02, 42387 ნახვა
სპეციალური ანონსი
8 ივნისის ანონსი
10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 10:30 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის შვიდწლიანი პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართება. 10:30 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეხვედრა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან - „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის განხილვა". 11:00 საათზე, პარლამენტში, ა კორპუსი 114 ოთახი, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის შეხვედრა ზაზა სარალიძესთან. 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით სადისკუსიო პანელს გამართავს. 11:00 საათზე, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები მედიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შესახებ ინფორმაციას გააცნობენ. 11:00 საათზე, ევროპის საბჭოს პროექტი „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნებისა და CEEG-ის სახელმძღვანელო პრინციპების კრებულის პრეზენტაციას გამართავს. 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო ვიზიტორების მახასიათებლების კვლევის პრეზენტაციას გამართავს. 13:00 საათზე, „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი" საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა. 14:00 საათზე, უმცირესობაში შემავალი ფრაქციები: „ევროპული საქართველო", ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" და ევროპული საქართველო - რეგიონები", „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის" და საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ" სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას განიხილავენ. 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უწყების მიერ დაგეგმილ პროექტებსა და ახალ რეგულაციებზე მიაწვდის ინფორმაციას. 14:00 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ორგანიზებით საბჭოთა ანტირელიგიური პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. 16:00 საათზე, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-5 სხდომა. 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან არსებული „სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს" სხდომა. 16:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრების შეხვედრა ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, გიორგი კაკაურიძესთან. 17:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა. 17:00 საათზე, სასტუმრო “ბეტსში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართება. 19:00 საათზე, იუსტიციის სახლთან თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართება. 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში კინორეჟისორ ალბერტ სერასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება.
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)