|
2015-05-28 13:21:25, 740 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებს
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ლევან ბერძენიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტს კი გელა სამხარაული უხელმძღვანელებენ. კომიტეტების თავმჯდომარეობის თანამდებობებზე ბერძენიშვილისა და სამხარაულის კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაასახელა. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, გადაწყვეტილება უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან კონსულტაციების საფუძველზე იქნა მიღებული. „რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტების თავმჯდომარეობის კანდიდატურების დასახელება არის ფრაქციების, საპარლამენტო ჯგუფების უფლება, თუმცა თუ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე ეს უფლება არ იქნა რეალიზებული, შემდგომ უკვე პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება აღნიშნული უფლებამოსილება. მე ვსარგებლობ ამ უფლებით, მაგრამ არა ერთპიროვნულად - მქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობაში გაერთიანებულ ფრაქციებთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)