23:19 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 22:03:15, 1360 ნახვა

სამართალი
შსს - მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩნდება

მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩნდება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის ეთერში, სუბელიანის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარ ვერ გააკეთებს პროგნოზს, თუ ვისი დაკავება იგეგმება.

„კითხვები რა თქმა უნდა გვქონდა ამ პიროვნებასთან, მომავალშიც გაგვიჩნდება, დარწმუნებული ვარ. ჩვენ დავკითხავთ ყველა ადამიანს, ვისზეც მივიჩნევთ, რომ ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას და თუ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, შევაგროვებთ სათანადო მტკიცებულებებს კონკრეტული პირის მიმართ, დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად. გარანტიას გაძლევთ, ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დავუდასტურებთ, რომ დანაშაული ჩაიდინა, დავიწყებთ სისხლისსამართვლებრივ დევნას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დაკითხეს. ხორავაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics