01:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 14:57:47, 3135 ნახვა

მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი სოციალისტი პედრო სანჩესი გახდა

ესპანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ესპანეთის პარლამენტმა პრემიერად „ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის“ ლიდერი პედრო სანჩესი აირჩიეს.

ესპანეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის უნდობლობის კენჭისყრა გაიმართა. მარიანო რახოის ქვეყნის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. 

"ჩემთვის დიდი პატივია დავტოვო უკეთესი ესპანეთი, ვიდრე ის ჩემ პრემიერ-მინისტრობამდე იყო, მადლობა ყველას, განსაკუთრებით ჩემ პარტიას. მათთან ერთად შეუძლებელი არაფერი იყო. მადლობა ყველა ესპანელს მხარდაჭერისთვის, წარმატებებს გისურვებთ ესპანეთისთვის“, – განაცხადა მარიანო რახოიმ.

უნდობლობის გამოცხადების მიზეზი გახდა ესპანური სასამართლოს გადაწყვეტილება „გიურტელის“ ანტიკორუფციულ საქმეზე, რომლის ფარგლებშიც მარიანო რახოის „სახალხო პარტიასთან“ დაკავშირებული ათეულობით პირი სასამართლომ თაღლითობაში, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში და ფულის გათეთრებაში დამნაშავებად ცნო. უნდობლობის კენჭისყრის ორგანიზატორი ოპოზიციური „სოციალისტური პარტიაა“.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics