|
2018-05-31 19:06:36, 985 ნახვა
კომენტარი
ბერძენიშვილი: მგონია, რომ პროკურატურამ რაც გააკეთა, ხელისუფლების პირველი პირების, პირველ რიგში ივანიშვილის შეკვეთილი იყო
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის ზაზა სარალიძის მამა და მისი ახლობლები მართავენ, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მივიდა. როგორც დავით ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უფრო ადრე დაამთავრებს მის ხელისუფლებას, ვიდრე მისი წინამორბედები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ნაკლები მხარდაჭერა აქვს. „დღევანდელ ხელისუფლებას ისე, როგორც მის წინამორბედებს აქვს პრობლემა პოლიტიკურ ინტელექტთან და საერთოდ ინტელექტთან. ივანიშვილი უფრო ადრე დაამთავრებს მის ხელისუფლებას, ვიდრე მისი წინამორბედები, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ნაკლები მხარდაჭერა აქვს, მას ნაკლებად ესმის პოლიტიკა. სანამ კოალიცია იყო, სანამ ჩვენ და თავისუფალი დემოკრატები რაღაცას ვახერხებდით მეტნაკლებად იყო მიშას ცუდი მემკვიდრეობის დაძლევა, როგორც კი გაილაღა დაიწყო კატასტროფული ხასიათის შეცდომების დაშვება მისი უპარტიო პარტიით, ასე დაემართა მიშასაც და ასე დაემართა შევარდნაძესაც“,- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, ანალოგიები გირგვლიანის და რობაქიძის საქმესთან არის სწორი. „ანალოგიები გირგვლიანის და რობაქიძის საქმესთან არის სწორი, ისევე არის ეს ხელისუფლება დამნაშავე, როგორც სააკაშვილი იყო და მისი ხელისუფლება რობაქიძის, გირგვლიანის მკვლელობის თანამონაწილე. მთავარი პროკურორის გადადგომა შესაძლოა იყოს, ივანიშვილისთვის განახლების ფსევდო ვერსია. მე მგონია, რომ პროკურატურამ აქამდე რაც გააკეთა, ისიც ხელისუფლების პირველი პირების და პირველ რიგში ივანიშვილის შეკვეთილი იყო და დღეს აკანკალებული პროკურორი აღმოჩნდა ივანიშვილის მიერ განწირული, რომლის განაჩენიც იყო ივანიშვილთან შეთანხმებული სხვანაირად ამ სისტემებში არ ხდება, ამიტომაცაა ეს სისტემური დანაშაული“,- აღნიშნა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძე მის მომხრეებთან ერთად პროკურატურის შენობასთან მას შემდეგ მივიდა, რაც სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული ერთი არასრულწლოვანი გაამართლა, ხოლო მეორეს მუხლი გადაუკვალიფიცირა და იგი მკვლელობის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ზაზა სარალიძის თქმით, სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ მისი შვილის მკვლელები ჯერ კიდევ თავისუფლად დადიან. აქედან გამომდინარე იგი დამნაშავეების დასჯას და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)