|
2015-05-27 20:51:46, 460 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი უმუშევრობის დონის შემცირებას მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს
პირველად, ბოლო 11 წლის განმავლობაში, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემები პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად შეაფასა. „გვაქვს 2, 2%–იანი კლება და დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი. ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით და სწორი პოლიტიკის წყალობით, გასულ წელს შეიქმნა 33 100 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების 90% მოდის კერძო სექტორზე და ეს არ არის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა. 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში. ეს შედეგია მთავრობის სწორი პოლიტიკის, ჩვენი პროგრამების, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა, გაიხსნა 119 საწარმო, პროგრამის–„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნება 78 ახალი საწარმო. ეს არის სწორი მუშაობის შედეგი“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს მშპ–ს 4,8 %–იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში –3,2%, რაც რეგიონისთვის უპრეცედენტო მაჩვენებელია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)