22:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 18:49:13, 366 ნახვა

პოლიტიკა
ხათუნა ლაგაზიძე: შესაძლოა, ყოფილმა "ნაციონალებმა" პროდასავლური კოალიციის ფორმირების საკითხი დააყენონ

„შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა პროდასავლური კოალიციის ფორმირების საკითხი დააყენონ“,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „ექსპრესნიუსს" განუცხადა.

 „შესაძლოა არსებობდა წინააღმდეგობები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის მომავალ გეგმებზე ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ განვითარდებოდა სააკაშვილთან ერთად თუ მის გარეშე. არაა გამორიცხული, მუშაობა დაიწყონ პროდასავლური კოალიციის შესაქმნელად, რომელსაც პარტნიორობა არ ეხამუშება სხვა პროდასავლურ ძალებთან. თუნდაც "ნაციონალებისგან" გამოყოფილი დეპუტატების ბაზაზე, რომელიც შეეცდება შევიდეს პარლამენტში და მათთან კოალიციის გაფორმებაც არ იქნება პრობლემური „თავისუფალ დემოკრატებსა“ და "რესპუბლიკელებისთვის".“,-განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ამასთნ, როგორც ლაგაზიძემ აღნიშნა, არსებობს მრავალი კითხვა, თუ როგორ შეძლებს ოთხი პოლიტიკური ლიდერი ახალი პარტიის ფორმირებას.

. „ჩნდება მრავალი კითხვა, როგორ უნდა მოასწროს ამ ძალამ ახალი პარტიის აწყობა, შესაბამისი ფინანსების მოძიება. მიმაჩნია, რომ ეს ყველაზე რთული თემაა საქართველოში. სხვა საკითხია, როგორ შეძლებენ ეს ადამიანები ფორმირებას და 5% ბარიერის გადალახვას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამ ფონზე ძნელად მესახება მათი პერსპექტივა არჩევნებში მონაწილეობისა თუ ფორმირების თვალსაზრისით. ერთმნისვნელოვნად შესაძლოა ითქვას, რომ ისინი ემზადებიან ამ პროდასავლური კოალიციის შესაქმნელად.“,-აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics