04:55 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-28 10:54:39, 1260 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს - საქმე სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული

მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის მამის ზაზა სარალიძის მიერ გამართულ აქციას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა და აღნიშნა რომ იმედოვნებს, ასეთი რეზონანსული საქმე  სურლყოფილად გამოძიებული იქნება.

თბილისის მერი აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“  წევრების ყოფნასაც გამოეხმაურა და მათ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა შეახსენა.

 „მეც მამა ვარ და ვიზიარებ ზაზა სარალიძის უდიდეს ტკივილს. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ვიზირებ საზოგადოების იმ მოლოდინებს, რომ ასეთი რეზონანსული საქმე სრულყოფილად იყოს გამოძიებული.

მაგრამ... იცით რა მახსოვს? როცა პირველად ვნახე გამწარებული დედა - ირინა ენუქიძე და მის მოწოდებაზე მხოლოდ ათიოდე მოქალაქე გამოსული.

კიდევ იცით რა მახსოვს? მაშინდელი ხელისუფლების პოზიცია და ამ დანაშაულის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება და იმ საშინელებას რომ შეცდომას უწოდებენ დღესაც კი.

და ახლა ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებები - ესაა არა მარტო სარალიძეების და გირგვლიანების ოჯახებისადმი ცინიკური დამოკიდებულება. რამდენადაც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, იმდენად გაკვირვებული ვარ ამ ამორალური პირების დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ.

არასდროს დამავიწყდება არც გირგვლიანის დედის და არც სარალიძის მამის სულისშემძვრელი ამოძახილი... სამწუხაროდ ირინამ სამართალი ვერ იპოვა რეჟიმის პირობებში. . მეც თქვენთან ერთად ველოდები პროკურატურის მკვეთრ და გამჭვირვალე პოზიციას, ისე რომ არავის კითხვის ნიშნები ან უკმარისობის გრძნობა არ დარჩეს საზოგადოებაში“,- წერს კახა კალაძე.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics