|
2015-05-27 12:06:39, 448 ნახვა
პოლიტიკა
ნოდარ ხადური: "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს დარწმუნებული ვარ, ბევრი გაყვება
""ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გაყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით",-ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების დღევანდელ განცხადებას, რომ არსებობს რეალური საფრთხე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით პრო-რუსული ძალები მოვიდნენ, ხადურის თქმით, პოლიტიკური ძალა, რომელიც 2012 წლიდან ქვეყანას მართავს, პროევროპულია. "ჩვენი პოლიტიკური ძალა, რომელიც ქვეყანას მართავს 2012 წლი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, არის ევროპული, პროევროპული და ჩვენი ორიენტაცია არის ევროპა. ჩვენ ეს არაერთხელ არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც დავამტკიცეთ. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულ 4 ადამიანს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ბევრი გაყვება, ოღონდ სხვადახვა მიმართულებით",-განაცხადა ნოდარ ხადურმა. ცნობისთვის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სულ 4-მა ადამიანმა- გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ, პავლე კუბლაშვილმა დატოვა. ისინი ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავენ.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)