|
2018-05-23 15:29:07, 666 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ I კვარტლის ანგარიში და ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა
დღეს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ, უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2018 წლის I კვარტლის საქმიანობის ანგარიში და მიმდინარე წელის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები წარადგინა. 2018 წლის პირველ კვარტალში, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამებით 5 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 33 პროგრამას ახორციელებს, აქედან 24 პროგრამა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მოქმედებს, დანარჩენი საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დასაქმებაზე ნაწილდება. პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულებამ შეადგინა 95,9%. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ცვლილების ფარგლებში კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება - 1,062,686 ლარით და იქნება - 16,828,505 ლარი. კერძოდ, 200,000 ლარი ემატება „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომახურების“ პროგრამას, 500,000 ლარით იზრდება „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამა. 150,000 ლარი დაემატება „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციას“. ასევე, დაგეგმილია „მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა“და „შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების ზრდა.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)