|
2015-05-26 14:16:04, 369 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება
თავისუფლებას გაფრთხილება სჭირდება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მოაქვს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, 26 მაისთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც 200-მა სამხედრო მოსამსახურემ ფიცი დადო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას ჩვენი ქვეყნისთვის დიდი ზიანი მოაქვს და ამის მაგალითები ბევრი გვაქვს. ამასთან, ღარიბაშვილმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა და მეგობარ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხდა. „თავისუფლებას სჭირდება გაფრთხილება, არასახელმწიფოებრივ აზროვნებას მოაქვს დიდი ზიანი ჩვენი ქვეყნისთვის და ამის მაგალითები სამწუხაროდ ბევრი გვაქვს. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დღეს ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ძვირფას ჯარისკაცებს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის მეგობარ სახელმწიფოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის სახელმწიფოებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)