03:43 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-15 14:46:21, 2988 ნახვა

მსოფლიო
კიევში „რია ნოვოსტის“ ხელმძღვანელი დააკავეს - კრემლმა საპასუხო ნაბიჯები დააანონსა

კიევში უსაფრთხოების სამსახური "რია ნოვოსტი - უკრაინას" ოფისში შეიჭრა, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რეიდები ყველა მედია საშუალებაში ტარდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაშია.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, მედია საშუალების ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს და მისი ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი დააკავეს.

"არსებობს ეჭვი, რომ აღნიშნული მედია საშუალება უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.

გარდა ამისა, ჩხრეკა "რია ნოვოსტის" კორესპონდეტის ლუდმილა ლისენკოს სახლშიც ჩატარდა.

მომხდარ ფაქტს, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკვე უპასუხა. როგორც პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი ოფიციალური კიევის ამ ქმედებებს უპასუხებს.

"ანალოგიურ ნაბიჯებს გადავდგამთ. ვიმოქმედებთ კვალიფიციურად, თუმცა რა თქმა უნდა მიმწოლად და რუსული მედია საშუალებების ინტერესებს დავიცავთ", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics