02:44 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 18:40:01, 1851 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ავლაბრის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს  ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები  და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

სხდომაზე მომხსენებლები არიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური; საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics