15:06 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 18:22:06, 1853 ნახვა

სამართალი
შსს ვაზისუბანში მომხდარი მკლელობის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, დამნაშავის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პირველადი ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.მ.-ს დაუდგენელმა პირმა   ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ხ.მ. დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. იგი სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის შემდეგ, მიყენებული ჭრილობების შედეგად,  მალევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები,  დამნაშავის გამოვლენისა და დაკავების მიზნით, ინტენსიურ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics