11:52 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 12:54:51, 1409 ნახვა

ეკონომიკა
ქვევრის ღვინის წარდგენა ბერლინის გამოფენაზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების  საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW WINE" (The Artisan Wine Fair) ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილეობს.

გამოფენაზე ,,RAW WINE" ქართული ღვინის წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს  საერთაშორისო დონეზე, რაც მეღვინოების სფეროს წარმომადგენლობისთვის იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების საშუალებას.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და გერმანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ბერლინში წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ნათენაძის მარანი", „ველინო", „ტიბაანი", „აი ღვინო", „ნაოტარი", „რაჭული" და „ბოლნური". გამოფენაში ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლების კუთხით.

გამოფენზე მოსულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics