13:38 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 11:16:00, 1500 ნახვა

სამართალი
„მსგავს ქმედებას სახელმწიფოს მხრიდან არავინ ელოდა“ - ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამათულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინდელი ქმედებით ხელისუფლებამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული პოზიცია ღიად დააფიქსირა.

„ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი. მე მგონი არავინ ამ ქვეყანაში მსგავს ქმედებას  სახელმწიფოს მხრიდან და კონკრეტულად პოლიციის მხრიდან არ ელოდა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, კლუბ „ბასიანში“ და კაფე „გალერიში“ სპეცოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც შსს-ს ცნობით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შემდეგ, კლუბებში მყოფმა პირებმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სამინისტროს ცნობით, 20 პირი დააკავეს. თუმცა „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის ცნობით, აქციაზე 60-მდე პირის დაკავება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics