|
2018-05-11 19:41:11, 1990 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: ვფიქრობ, ახალი პოლიტსაბჭო ბევრად უფრო აქტიური იქნება, ვიდრე წინა
ვფიქრობ, რომ პოლიტიკური საბჭო, რომელიც დამტკიცდა, იქნება ბევრად უფრო აქტიური, ვიდრე წინა საბჭოს საქმიანობა იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვილის განცხადებით, შენიშვნები არავის მიუღია და ახალი ფორმატი არავის დაუტოვებს განცდას, რომ მათი სათქმელი მოსმენილი არ იქნება. „ვფიქრობ რომ ეფექტური მუშაობა პოლიტიკურ საბჭოში ჩვენ სესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნებისმიერი საკითხი გარკვეული აზრთა სახვადასხვაობის ან დაპირისპირების საკითხი არ გახდეს. განვიხილოთ გადავწყვიტოთ, სწორედ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში და შესაბამისად, არ დავტოვოთ საბაბი იმისთვის რომ კოლეგებს ქონდეთ გარკვეული უსიამოვნო გრძნობები გარკვეული წუხილები და შესაბამისად ეს ფორმატი და მისი აქტიური ჩართულობა მოგვეხმარება აი ამ წინააღმდეგობების უფრო ეფექტურად გადალახვაში ან პრევენციაში. პოლიტიკურ პროცესში პარტიის თავჯდომარესა და პარტიის სხვა წევრებს შორის ასე არ ვთანამშრომლობთ, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე რომლებზე შეიძლება გვქონდეს განსხავებული მოსაზრება. შენიშვნები არავის მიუღია. ყველამ მიიღო ის პირობა რომ მათი მოსაზრებები და წუხილები იქნებოდა უფრო აქტიურად განხილული სხვადასხვა ფორმატებში და შესაბამისად მეტი სივრცე იქნებოდა იმისთვის, რომ კოლეგებს, ან სხვადასხვა პირებს, რომლებიც პარრტიასთან არიან დაკავშირებულები, არ ქონდეთ განცდა რომ მათი მოსაზრებები არ არი მოსმენილი ან გათვალისწინებული“,- განაცხადა ჩუგოშვილმა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების” პარტიული ყრილობის შემდეგ, საზოგადოება განსაკუთრებულ საკადრო ცვლილებას არ უნდა ელოდოს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)