|
2018-05-11 17:19:59, 1484 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყრილობამ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
პარტია „ქართული ოცნების“ რიგით მეხუთე ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს. პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები ყრილობას პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ წარუდგინა. ისინი ყრილობამ ერთხმად აირჩია. პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, დავით საგანელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ხოლო მთავრობის წევრებიდან ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. შეგახსენებთ, პოლიტსაბჭოს წევრები აღარ არიან: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე, დეპუტატი თემურ ჭკუასელი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია, ზვიად კვაჭანტირაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, ნოდარ ხადური, ზვიად გონაძე და რომან კაკულია. აღსანიშნავია, რომ პოლიტსაბჭოს სულ 25 წევრი ჰყავდა, თუმცა ახლა საბჭო 15 პირისგან შედგება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)