|
2018-05-08 22:45:51, 1719 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: კონსტიტუციის გარანტის მიმართ მთავარ საკნონმდებლო ორგანოში დაირღვა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება
„რეგლამენტში არ არის საქმე, აქ საქმე არის იმაში, რომ კონსტიტუციის გარანტის მიმართ, მთავარ საკნონმდებლო ორგანოში დაირღვა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა წლიური ანგარიშის დროს დებატების დატოვებასთან დაკავშირებით „იმედის“ ეთერში განაცხადა. წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა შესაძლებელი პრეზიდენტს დეპუტატებისთვის დასკვნით სიტყვაში ეპასუხა და დებატები არ დატოვებინა, მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს შესაძლებელი იყო, თუმცა სხვა ფორმა აირჩია. „დაკარგა ტაქტის გრძნობა იმ გარემომ, რომელიც პარლამენტში იყო. ერთ-ერთმა გამომსვლელმა თქვა, მოიყვანეთ აქ დამისვითო და შეაჩერეს სხდომა, რომ შემოვეყვანეთ შესვენებაზე გასული მესამე კლასელივით. ამ მომენტში მე გადავწყვიტე, ერთი ასეთი რეპლიკა მეთქვა, თქვენ თუ აქ დაგიჯდებათ პოლიტიკოსი, ვისაც თავის საპარლამენტო გამოსვლას გააწყვეტინებენ და ეტყვიან, რომ შენ საუბრის უფლება არ გაქვს და ის პოლიტიკოსი პროტესტს არ გამოხატავს, დარჩება პარლამენტში და იტყვის, როდის მექნება საუბრის უფლება, ის პოლიტიკოსად არ გამოდგება და ვერ იქნება ქვეყნის ლიდერი. მე დავიწყე საუბარი, პარლამენტის თავმჯდომარემ გამაწყვეტინა, შემდეგ კენჭისყრა გამოაცხადა, რომელიც იურისპროდენციის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ბრილიანტი, მიუხედავად ამისა, ვიჯექი ჩემ კაბინეტში და ველოდებოდი პატივცემულ პარლამენტს, სიტყვის უფლებას პრეზიდენტის წლიური ანგარიშის დროს. აქ რეგლამენტში არ არის საქმე, აქ საქმე არის რომ კონსტიტუციის გარანტის მიმართ, მთავარ საკნონმდებლო ორგანოში დაირღვა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)