21:32 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-25 09:11:44, 479 ნახვა

პოლიტიკა
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რეპეტიცია დღეს გაიმართება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების რეპეტიცია დღეს გაიმართება.

26 მაისს კი თავისუფლებისა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა  ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.

ამასთან, რამდენიმე ერთეული სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი და შვეულმფრენები თბილისის თავზე გადაიფრენენ. ასევე გაიმართება დაგეგმილი კონცერტების რეპეტიციაც.

დამოუკიდებლობის დღეს ყველა სახელმწიფო უწყება საკუთარი პროგრამით წარსდგება. სამხედრო აღლუმი არც წელს გაიმართება, თუმცა გამოიფინება სამხედრო ტექნიკა.

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტი ჩაიბარებს, რის შემდეგაც ქუთაისში მესამე ბრიგადაში გაემგზავრება. დღის ბოლოს, ღონისძიებები თბილისში პარლამენტის შენობის წინ გალაკონცერტით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics