|
2018-05-03 14:43:30, 1711 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: პრეზიდენტმა სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირების შეწყალება გააადვილა
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, პრეზიდენტმა შეწყალების წესში განახორციელა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი პირების შეწყალება გაადვილდა. თეა წულუკიანმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად შეაფასა და აღნიშნა, რომ მას გიორგი მარგველაშვილთან ბევრი კითხვა აქვს. „ვიცი ერთი რამ, რომ პრეზიდენტმა შეწყალების წესში, რამდენიმე კვირის წინ განახორციელა ცვლილებები, რომლის თანახმადაც გააადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები საქართველოს, როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლ სახელმწიფოს რეიტინგებში, საერთაშორისო დონეზე არ აისახება. შესაბამისად მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო არ დაზიანდეს პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო. მეც, როგორც რიგით მინისტრს და მთავრობის წევრს კითხვის ნიშნები თუ რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს, რის საუკეთესო ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს ბოლო დროის მოვლენებიც. როდესაც პრეზიდენტს შეწყალების წესში საარჩევნო წელს შეაქვს ცვლილებები და აადვილებს იმ პირების შეწყალებას, რომლებსაც შემხებლობა აქვთ კორუფციულ დანაშაულთან ამისათვის საკმარისია მაცნეში გამოქვეყნებული ბოლო ცვლილებები ნახოთ მის მიერ ნახოთ, რა თქმა უნდა ეს ბადებს კითხვებს. იგივე კითხვები მიჩნდება, როდესაც მან გასული წლის დეკემბერში მან თავისთან წაიღო მოქალაქეობის კომისია, თვითონ დააკომპლექტა, შეცვალა თავისი აქტი და შემდეგ გააადვილა ის, რომ უარს ეუბნება მოქალაქეობა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა შვილს, რომელსაც უნდა დაბრუნება. ამის საუკეთესო მაგალითი არის ქალბატონ ემუხვარის საქმე და ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი 100 მაგალითიდან“, - განაცხადა წულუკიანმა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)