22:58 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-02 16:21:17, 1492 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში მიმდინარე დებატებს არ ესწრებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები პარლამენტში მიმდინარე დებატებს არ ესწრებიან.

მათ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ დატოვეს.

დებატებს არ ესწრებიან ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

დებატების დაწყების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას მთავრობის წარმომადგენლები ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა ადა მარშანიამ გააკრიტიკა:

„ჩვენმა მთავრობამ ფორმალურად მოგისმინათ, აიკრიფნენ და წავიდნენ, ეტყობა საქართველოს პრობლემების გადასაწყვეტად გაეშურნენ თბილისში. არ არის ეს ნორმალური. როდესაც პარლამენტში, პრეზიდენტი წელიწადში ერთხელ მობრძანდება, ჩვენს შორის - პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას შორის უნდა გაიმართოს საგნობრივი, სერიოზული საუბარი და მთავრობა ასე გაქცეულია დარბაზიდან, ნამდვილად არ არის ეს მოსაწონი. შეგახსენებთ პარლამენტის წევრებო, რომ აღვადგინოთ მთავრობის საათი, სირცხვილია, რისთვის არის პარლამენტი და მთავრობა, თუ ერთმანეთს არ ელაპარაკება“, - განაცხადა მარშანიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics