|
2018-05-02 10:10:42, 523 ნახვა
რეგიონი
ბათუმში თანამედროვე საფეხბურთო ბაზა გაიხსნა
დღეიდან ბათუმს თანამედროვე საფეხბურთო ბაზა მოემსახურება. ანგისის დასახლებაში ახალი სპორტული ბაზის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპორტულ მოედანზე შეკრებილ დინამო „ბათუმის" გულშემატკივრებს ახალი სპორტული სივრცის გახსნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობას და სპორტული ტურიზმის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში ოთხივე სეზონის გააქტიურებას. „მინდა განსაკუთრებულად მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი ბათუმის დინამოს, ვეტერან ფეხბურთელებს, ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს ჩვენს ქალაქში. ბათუმის საფეხბურთო ბაზის დახმარებით, მჯერა, ბათუმის „დინამოს" ექნება უფრო მეტი შესაძლებლობები და მოტივაციაც, რომ მიაღწიონ მეტ წარმატებას." - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. გახსნის ღონისძიების ფარგლებში შესრულდა საქართველოს ჰიმნი და გაჟღერდა ბათუმის "დინამოსათვის" შექმნილი სპეციალური ჰიმნი და სიმღერა ბათუმზე. თანამედროვე სპორტული სივრცე, რომელიც 80 000-კვადრატულ მეტრს მოიცავს, აერთიანებს 5 სექტორს, 1575 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას და შშმ პირთათვის განკუთვნილი სივრცეს. ბაზას ბუნებრივსაფარიან და ხელოვნურსაფარიან მოედნებთან ერთად აქვს 3 სართულიანი მრავალფუნქციური შენობა. ახალი სპორტული ბაზა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, არამედ საერთაშორისო წვრთნებისა და ღონისძიებების ბათუმში მოზიდვას, სპორტული ტურიზმის განვითარებას.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)