2018-05-01 14:30:15, 1981 ნახვა
სამართალი
გახარია: გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე დასრულბით ფაზაშია
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე დასრულბით ფაზაშია გადასული.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით უახლოს მომავალში ახალი ნიუანსები გახდება ცნობილი.
"გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმე უკვე დასრულებით ფაზაშია გადასული და რეალურად იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ შევიტყობთ გარკვეულ ახალ ნიუანსებს ამ გამოძიებასთან დაკავშირებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ავტორი: ,