06:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 11:33:42, 1982 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის „რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატს არ წარადგენს

სომხეთის მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავის კანდიდატს არ წარადგენს. ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა. 

„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, არ წარვადგინოთ ჩვენი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე. დაველოდებით სხვა კანდიდატების წარდგენას. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გასაგები გახდება, ჩვენ მხარს დავუჭერთ ან არ დავუჭერთ სხვა კანდიდატს“, - განაცხადა შარმაზანოვმა. 

მისივე  თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ მმართველობის პერიოდში სომხეთში ყველა მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს გადადგა. 25 აპრილს, ოპოზიციამ ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics