|
2018-04-28 20:03:14, 2215 ნახვა
პოლიტიკა
ვანსა და ხონში საარჩევნო უბნები დაიხურა - ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% შეადგინა
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. 54-ე საარჩევნო ოლქში სულ 60 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი და 48 123 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, 20:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 57.9% (27 846 ამომრჩეველი) შეადგინა. მისივე თქმით, სულ დღის განმავლობაში 5 პროცედურული სახის საჩივარი დაიწერა. „ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე შეადგინა 57.9%, რაც რაოდენობრივად 27 846 ამომრჩეველია. საღამოს რვა საათზე, ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა კანონის შესაბამისად. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა. ამომრჩევლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საკუთარი ნება თავისუფლად გამოეხატათ. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიებმა დაიწყეს ხმების დათვლის პროცედურების განხორციელება. შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს კომისიის სპეციალურ ვებ-გვერდზე http://www.results.cec.gov.ge/ საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებს, კანონის ფარგლებში წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ასევე მივმართავთ საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეულ წევრს, ხელი შეუწყონ მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობას შეუფერხებლად განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალეობას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის. მათგან 5 წარდგენილია პოლიტიკური გაერთიანების, ხოლო ერთი - საინიციატივო ჯგუფის მიერ: "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" - გიგი უგულავა; "საქართველო" - გიორგი ლილუაშვილი; "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - გივი ჭიჭინაძე; "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" - ზურაბ ქართველიშვილი; "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" - მამუკა ტუსკაძე. ცნობისთვის, შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)