|
2018-04-26 13:24:23, 607 ნახვა
რეგიონი
ახალი ბულვარი ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება
დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ახალ ბულვარში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმდინარეობას გაეცნო. ახალ ბულვარში ზაფხულის ტურისტული სეზონისათვის მოსამზადებელ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის ხელმძღვანელ პირებს ბულვარის დირექტორმა ეთერ მაჭუტაძემ მიაწოდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალი ბულვარის ტერიტორიაზე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს: ხდება დაზიანებული ფილები შეხვლა, ბორდიურების და ჭების მოწყობა, ასევე არსებული გრანიტის ფილების მონტაჟი. აღნიშნულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 000 კვ.მ მოცულობის სასეირნო ბილიკსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს. სამუშაოების პირველი ეტაპი ამფითეატრის მოედნიდან მეჯინისწყლის ხიდამდე ზაფხულის სეზონის დაწყებამდე დასრულდება. მიმდინარეობს ასევე ბათუმის ახალ ბულვარში არსებული დეკორატიული არხებისა და შადრევანების კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. აღნიშნული პროექტებისათვის 2 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. „ბათუმის ბულვარში მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი. მინდა აღვნიშნო ის მასშტაბური სამუშაოები, რომლებიც ახალი ბულვარის მთელ პერიმეტრზე მიმდინარეობს. ირგვლივ არსებული სასტუმრო-კომპლექსების დასრულების შემდეგ, ეს ტერიტორია კიდევ უფრო დაიტვირთება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია ჩვენი რეგიონისთვის სერვისების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ახალი ბულვარის ტერიტორია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება მომავალ ტურისტულ სეზონს"- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)