20:18 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 17:45:38, 464 ნახვა

პოლიტიკა
რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი ცნობილია

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის ჩანაწერები უკვე ცნობილია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს.

„სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, ისე როგორც აღწერილია ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში. ასევე მოუთმენლად ელიან საქართველოსა და უკრაინის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასრულებას, როდესაც ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული იქნება ყველა საჭირო რეფორმის გატარებით. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან, კომისიის მზაობას ყველაფერი გააკეთოს უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდასაჭერად და მათ გეგმას, რომ უკრაინისა და საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ აისახოს ანგარიშში 2015 წლის ბოლოსთვის. ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება საშუალებას მისცემს ვიზა–ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პროცესის დასრულებას და ასევე საშუალებას მისცემს კომისიას, რომ შესთავაზოს ევროპარლამენტსა და საბჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლება", - ნათქვამია რიგის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის წინასწარ ვარიანტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics