|
2018-04-20 22:49:19, 2004 ნახვა
სამართალი
შსს ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მარიამ ჭანტურიას ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის მოქალაქე მარიამ ჭანტურიას კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდნენ. „მიმდინარე წლის 20 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს გამომძიებელმა მოქალაქე მ.ჭ., მის მიმართ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედების განხორციელების მიზნით დაიბარა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამსონ ქუთათელაძის განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის და 6 მარტის განჩინებების საფუძველზე, 2018 წლის 6 აპრილამდე, აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მოწმის - მ.ჭ.-ს კუთვნილ ავტომანქანაში ფარულ ვიდეო-აუდიო ჩაწერას ახორციელებდა. 2018 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის მოხსნის თაობაზე. იმ დროს, როდესაც მ.ჭ. პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სამართალდამცველები განყოფილების ეზოში სასამართლოს განჩინებით დამონტაჟებული ფარული აუდიო-ვიდეო ტექნიკის დემონტაჟს ახორციელებდნენ, რაც მ.ჭ.-მ შენიშნა და ამის შესახებ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საპატრულო პოლიციას აცნობა. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მ.ჭ. დაბარებულ იქნა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში, რათა გაეცნოს მის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერ საფუძველს - სასამართლოს განჩინებას და ინფორმაციას საგამოძიებო ღონისძიების დასრულების თაობაზე“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)