20:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-20 16:43:12, 2677 ნახვა

პოლიტიკა
მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება გაიხსნა

მონაკოში საქართველოს საპატიო საკონსულო დაწესებულება საპატიო კონსულის - დევიდ ენტონი რენდალის მეთაურობით გაიხსნა.

ღონისძიებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრნენ.

დევიდ რენდალი საფრანგეთში ცნობილი ბიზნესმენია,  საქმიანობს საინვესტიციო სფეროში, ასევე დაკავებულია  საქველმოქმედო საქმიანობით.  როგორც საპატიო საკონსულო დაწესებულების გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, საპატიო კონსულის დანიშვნა ხელს შეუწყობს  მონაკოში საქართველოს ინტერესების პოზიციონირებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ინვესტიციების მოზიდვას.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics