09:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 19:31:38, 2229 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადამ პოროშენკოს ინიციატივას უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოთხოვნაზე მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებმა განკარგულების პროექტი მიიღეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინიციატივას მხრს უჭერს.

პოროშენკო მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოთხოვნას გაუგზავნის.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა 334-დან 268 დეპუტატმა მისცა.

უკრაინის პრეზიდენტმა წერილი მსოფლიო პატრიარქთან 17 აპრილს გაგზავნა.

პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღდგენა ხელს შეუწყობს რელიგიური ტოლერანტობისა და მრავალკონფესიური საზოგადოების განმტკიცებას.

„ეს იქნება არა მხოლოდ მართლმადიდებლობის გამარჯვება, არამედ ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ფაქტი“, – წერია პრეზიდენტის წერილში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics