|
2018-04-19 10:47:57, 2693 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ნათია მიქელაძეს საჯარო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „შალვა თადუმაძე იქნა დანიშნული მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. მის შემცვლელად მინდა წარმოგიდგინოთ , მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე ნათია მიქელაძე. ნათიას მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში, იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, ასევე ფინანსთა მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას, და მინდა წარმატება ვუსურვო”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)