|
2018-04-16 15:00:32, 922 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა სირიელ ხალხს სამხედრო დახმარებას სთავაზობს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სირიაზე საერთაშორისო კოალიიცის მიერ განხორციელებულ იერიშს გმობს, - ამის შესახებ დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. დე-ფაქტო ხელისუფლება მზად არის, სირიელ ხალხს სამხედრო დახმარება გაუწიოს. "ჩვენ ვგმობთ მომხდარ ინციდენტს და ვაფასებთ მას, როგორც პროვოკაციას, რომელიც მიმართულია დიდი ომის გაღვივებისკენ. აფხაზეთის შეიარაღებული ძალები მზად არის სირიელი ხალხის დასაცავად და ამ მიზნით სირიაში პროფესიონალი სპეციალისტების გასაგზავნად, მათ შორის მფრინავთა ჯგუფით. სირიაში ამ დრომდე ცხოვრობენ აფხაზები, რომლებიც ქვეყანაში მე-19 საუკუნეში კავკასიაში მომხდარი ომის შემდეგ დასახლდნენ და მოძმე სირიელ ხალხთან ერთად ტერორისტებისა და მათი მფარველების არა ადამიანური ქმედებების მსხვერპლი ხდებიან. დღეს სირია რთულ პერიოდს გადის. საერთაშორისო კოალიციამ ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით არ წყვეტს მცდელობებს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს და თავისი კონტროლის ქვეშ ამყოფოს. აფხაზი ხალხი თანადგომით აკვირდება ქვეყანას, რომელიც თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვართ, რომ სირიელები ყველა გამოცდას გაუძლებენ და ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვლენ", - აღნიშნულია ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)