|
2018-04-14 15:48:23, 1976 ნახვა
პოლიტიკა
აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს
აშშ რუსეთს მოუწოდებს, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით დონდუას გამოსვლის საპასუხოდ გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებაში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი მიესალმა საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ვაჭრობის, განათლებისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობების გაზრდის გზით. „აშშ-ის წარმომადგენელმა დაგმო საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და ცხედრის გადაცემის პროცესის გაჭიანურება. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო მექანიზმების შექმნის დაუყოვნებლივ აუცილებლობას, ადგილზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აშშ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ერთგული რჩება და იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფორმატი შეძლებს გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ისევე, როგორც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფას. ამავე დროს აშშ-ის წარმომადგენელმა გამოთქვა წუხილი, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს ბოლო რაუნდზე კვლავ არ მიეცათ ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხის განხილვის საშუალება, რუსეთის მიერ მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომის დატოვების გამო“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. ამასთან, უწყების ცნობით, აშშ-მა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიპლომატიური კორპუსისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ფართო წვდომის შესაძლებლობას გაუსვა ხაზი. აღინიშნა ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთოს წვდომის და საქართველოში ეუთოს მისიის მნიშვნელობა, რითაც ეუთო შეძლებს საქართველოს მშვიდობის მშენებლობის ფართო ძალისხმევისთვის ხელშეწყობას. „თითქმის 10 წლის განმავლობაში, რუსეთი ცდილობს შექმნას ალტერნატიული რეალობა. მაშინ, როცა საქართველო ეძებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის შესაძლებლობას, რუსეთი მიმართავს ორ ფიქტიურ „ქვეყანასთან" ურთიერთობის ხრიკს, რათა განახორციელოს მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს რეგიონების კონტროლი და ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ეუთოს მუდმივი საბჭოსა და სხვა ფორმატების გამოყენებას, რათა რუსეთმა პასუხისმგებლობა აიღოს მის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევისთვის და გამოვააშკარაოთ რუსეთის მცდელობები, დაამახინჯოს სიმართლე და შეცვალოს ისტორია. აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები ომამდე არსებულ პოზიციებზე 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და შეცვალოს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოჩვენებითი აღიარება. აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში", - ნათქვამია აშშ-ს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაში.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)