|
2018-04-13 18:50:36, 630 ნახვა
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობაში ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთის მთავრობაში „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის“ უზრუნველსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისგან დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ხელმძღვანელობს, განიხილა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური ხასიათის საკითხები. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებს მიეცათ დავალებები რათა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო კოორდინაციის გზით უზრუნველყონ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმწიფო პროგრამაში აქტიური ჩართულობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)