03:52 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 13:45:49, 1575 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: მმართველ გუნდში არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით,  გედი ფოფხაძეს უმრავლესობის დატოვებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო.

„დღესაც მოხარული ვიქნები, თუ ის გადაიფიქრებს, ყოველ შემთხვევაში ამის ძალიან დიდი სურვილია გუნდში“, -აღნიშნა სუბარმა და აქვე დასძინა, რომ „რომც არ გადაიფიქროს, ის მაინც დარჩება მათ თანამებრძოლად და მეგობრად“.

ამასთან, სოზარ სუბარი არ იზიარებს განცხადებებს, რომ უმრავლესობა დაყოფილია „ახლებად და ძველებად“. მინისტრის მტკიცებით,  მმართველ გუნდში არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს:

„ახლები და ძველები მე ვიცი ილია ჭავჭავაძის ბანაკი და გრიგოლ ორბელიანის ბანაკი, ანუ ძველები და ახლები - თერგდალეულები და თერგდაულევლები, მაგრამ სხვა ახლები და ძველები არ ვიცი. არანაირი გასარიცხთა სია არ არსებობს. მგონია, რომ რაღაც ტიპის განცხადებები იყო ზედმეტად ემოციური და გარკვეულ საზღვარს გადაცდენილი, მათ შორის, როდესაც საუბარი იყო იმპიჩმენტზე, როდესაც საუბარი იყო გედი ფოფხაძესთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი და თამებრძოლი 2011 წლიდან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics