12:10 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 17:11:39, 1993 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ისრაელის არმიის სამიზნე მოძრაობა "ჰამასის" ერთ-ერთი ფრთა იყო, რომელსაც თელ-ავივი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

მედიის ცნობით, ავიაიერიში პალესტინელების მიერ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენების საპასუხოდ მიიტანეს. აღსანიშნავია, რომ ავიადარტყმის დროს დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 

ამასთან, ისრაელის არმიამ მდინარე იორდანთან 16 პალესტინელი დააკავა. მათი დაკავება ისრაელის არმიის მიერ განხორციელებული რეიდების ფარგლებში მოხდა. დაკავებულებს ბრალად ტერორიზმთან კავშირი ედებათ.

ისრაელ-ღაზას საზღვარზე 7-კვირიანი საპროტესტო აქცია გრძელდება. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პალესტინელებმა ე.წ. დაბრუნების მარში მოაწყვეს.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს ერთ-ერთი შეტაკების დროს 16 პალესტინელი დაიღუპა, 1 500-მდე ადამიანი კი, დაშავდა.  აქციები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იერუსალიმში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, შეტაკებების შედეგად პალესტინელი ჟურნალისტი დაიღუპა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics