21:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:53:55, 800 ნახვა

რეგიონი
ზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ

ზუგდიდის აფხაზეთიდან  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა - დევნილთა პოლიკლინიკის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში ორგანიზატორები აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ 22  ბენეფიციარს, მათ შორის შშმ პირებს ოჯახებში ესტუმრნენ, აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და სადღესასწაულო ნობათები გადასცეს. 

უახლოეს მომავალში პოლიკლინიკის სამედიცინო პერსონალის მიერ იგეგმება პროფილაქტიკური გასინჯვების ადგილზე ჩატარება იმ ბენეფიციარებისათვის რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარში მისვლა არ შეუძლიათ.

საქველმოქმედო აქციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, ზუგდიდის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი ოთარ შენგელია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics