07:41 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 10:09:55, 2305 ნახვა

სამართალი
ტყიბულის შახტაში 6 მუშა დაიღუპა - არიან დაშავებულებიც

ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ  გვირაბში, გამთენიისას,  ჭერის  ჩამოშლის შედეგად 6 მუშა დაიღუპა.  რამდენიმე ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

„გამოძიების პირველადი ინფორმაციით,  შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების  დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლიამოჰყვა. ჩამონგრევის დროს, ამავე შახტაში მყოფმა სამთო ოსტატმა - 1963 წელს დაბადებულმა  გ. ნ.-მ, სამთო მუშებმა: 1981 წელს დაბადებულმა ი. კ.-მ და 1963 წელს დაბადებულმა მ. ა.-მ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შემთხვევის შედეგად, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს ამავე შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატმა: 1972  წელს დაბადებულმა მ. ქ.-მ, ოსტატ-ამფეთქებელმა - 1968 წელს დაბადებულმა   ბ. გ.-მ, სამთო მუშებმა - 1992 წელს დაბადებულმა  პ. გ.-მ, 1959 წელს დაბადებულმა გ. რ.-მ, 1990 წელს დაბადებულმა  გ.ბ.-მ და 1966 წელს დაბადებულმა ე.ბ-მ. ყველა მათგანი, მიღებული დაზიანებების შედეგად,  გარდაიცვალნენ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილზე  მყოფი მუშების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა“,-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics