07:41 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 12:18:03, 1788 ნახვა

სამართალი
შსს-ს და განათლების სამინისტროს კოორდინირებული მუშაობით, სკოლებში რისკ-ჯგუფების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე მოხდება

სკოლებში უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მთავრობამ დაამტკიცა.

 „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, მანდატურის სამსახური დამატებით ფუნქციებს იძენს, რაც აამაღლებს მისი საქმიანობის ეფექტიანობას და  არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იქნება ორიენტირებული.

საკანონმდებლო ცვლილებებით,  მანდატურის კანდიდატის მიმართ ახალი მოთხოვნები განისაზღვრა. აუცილებელი გახდება,  მანდატურს ჰქონდეს სრული ზოგადი და პროფესიული ან უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ასაკობრივად, მანდატური შეიძლება გახდეს არანაკლებ 21 წლის კანდიდატი.

მანდატურის მოსამზადებელ კურსებს განათლების მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ერთობლივად დაამტკიცებენ. კურსები, სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ფიზიკურ მომზადებასაც უნდა ითვალისწინებდეს.

სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის განცალკევების, სამართალდარღვევის შემთხვევაში კი - მშობლისა და პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება. განცალკევების დროს უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის ჩართულობა სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში. იცვლება მანდატურთა დანიშვნის წესიც, მათ სკოლის დირექტორის ნაცვლად დანიშნავს და გაათავისუფლებს სსიპ - მანდატურის სამსახურის უფროსი.

საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად მომზადდება უწყებათა შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც  მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს.

სავალდებულო ხდება სკოლის შენობაში გარე და შიდა პერიმეტრზე ვიდეოკამერების დამონტაჟება. სკოლაში მანდატურის არსებობის შემთხვევაში, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ადმინისტრირებას მოახდენს მანდატური.

განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული განრიგით, საჯარო სკოლებში ვიდეოკამერების განთავსება  ეტაპობრივად განხორციელდება და  2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics