18:18 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 13:30:40, 1698 ნახვა

პოლიტიკა
ბორის ჯონსონმა „სკრიპალის საქმე“ დოსტოევსკის რომანს შეადარა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა,  რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის საქმე რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის რომანს „დანაშაულს და სასჯელს“ შეადარა.

"ეს ყველაფერი "დანაშაულისა და სასჯელის" დასაწყისს ჰგავს. ჩვენ ყველანი დარწმუნებულები ვართ დამნაშავე ვინ არის, საკითხავი მხოლოდ ისაა, აღიარებს ის, თუ დაიჭერენ", - განაცხადა ჯონსონმა.

მან კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო, დიდი ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს და რუსი დიპლომატები გააძევეს.

სკრიპალები 4 მარტს ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით ყოფილი რუსი ჯაშუშის მოწამვლაში რუსეთს დასდეს ბრალი. სანქციის სახით, ბრიტანეთმა ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. სერგეი სკრიპალის საქმის გამო რუს დიპლომატებს უკვე 30-ზე მეტი ქვეყნიდან აძევებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics