|
2018-03-29 13:03:43, 539 ნახვა
რეგიონი
ქედაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა
დღეს ქედის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი ორი სპეცმანქანა გადაეცა. ახალი ტრანსპორტი მუნიციპალურ სამსახურს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. განახლებული ავტოპარკი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან და რაიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. რეგიონის პირველი პირი ქედის რაიონულ სამსახურში შეკრებილ მედ-პერსონალს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ყოველდღიურად გაწეული საქმიანობისთვის. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ მაღალმთიანი სოფლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანები. შედეგად გაიზრდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა და გაუმჯობესდება სამედიცინო სერვისი. "სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ექვსი ახალი, საერთაშორისო სტანდარტის სასწრაფოს მანქანები გადავეცით მუნიციპალიტეტებს, ეს არის მაღალი გამავლობის, რომელიც მუნიციპალიტეტებს მოემსახურება, სადაც საკმაოდ რთული რელიეფია. არსებობს სოფლები, სადაც ფიზიკურად რთული იყო მისვლა სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის და ამ მანქანებით დარწმუნებული ვარ, სწრაფად, ოპერატიულად მოხდება მომსახურება. ყველა სოფელში იქნება წვდომა და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 22 ჯიპის ტიპის სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანა რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გადასცა. დღესვე, სამედიცინო ინვენტარით აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები გადაეცემა შუახევისა და ხულოს ცენტრებსაც. რეგიონებში,ავტოპარკის განახლების პროცესი 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
(NS)
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)