16:52 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 18:41:45, 2146 ნახვა

მსოფლიო
20 ქვეყანა ჯამში 106 რუს დიპლომატს გააძევებს

20-მა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

საფრანგეთი 4 რუს დიპლომატს გააძევებს, გერმანია 4-ს, უკრაინა 13-ს, ჩეხეთი 3-ს, ლატვია 1-ს, ლიტვა 3-ს, იტალია 2-ს, ფინეთი 1-ს, რუმინეთი 1-ს, დანია  2-ს, ესტონეთი 1-ს, ნიდერლანდები 2-ს, პოლონეთი 4-ს, ხორვატია 1-ს.

ასევე, დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება კანადამაც მიიღო. ქვეყანა 4 რუს დიპლომატს აძევებს.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ტრამპის გადაწყვეტილებით ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატი იქნება გაძევებული და სიეტლში მდებარე რუსეთის გენერალური საკონსულო დაიხურება.

 შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ.

სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics