|
2018-03-25 10:59:37, 667 ნახვა
რეგიონი
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შიდა-ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, შპს აგრო ენერჯიმ 18 ჰა მიწის ფართობზე ნუშისა და კაკლის ახალი ბაღი გააშენა. ხეხილის ბაღი კასპის რაიონის სოფელ ოკამში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შპს „აგრო ენერჯის“ ნუშისა და კაკლის ბაღი დაათვალიერა. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 64,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 42,855 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 21,145 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის. პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4,709 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 24,684,617 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა-ქართლის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1,491 ჰა მიწის ფართობზე. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)